„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი – ქალაქ ღაზადან მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეუძლებელი იქნება

ქალაქ ღაზადან მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრის დეფიციტის გამო ქალაქ ღაზადან მოსახლეობის სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.
„შეუძლებელია, რომ ქალაქ ღაზადან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია ისე მოხდეს, რომ ეს დღევანდელ პირობებში უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა მირიანა სპოლიარიჩმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ს მინისტრთა კაბინეტმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები დაამტკიცა. ს თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას