პაატა მანჯგალაძე – მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა, მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო

არ დავთმოთ ჩვენი მომავალი, მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა. მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციებს ისე წარმოაჩენს, თითქოს, არეულობა იგეგმება.
„რატომ ცდილობს რეჟიმი 13 სექტემბრის მშვიდობიანი აქციისგან დახატოს აპოკალიფსი? საზოგადოება დღეს უკვე საკმარისად დაბრძენდა, რომ თვითონ განსაზღვროს რისთვის სჭირდება რეჟიმს ისტერიული პროპაგანდა აქციის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვს მხოლოდ ერთს – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დაცვას?
ამას აქვს ორი მიზეზი: დააფრთხოს ხალხი, რომ 13-ში არ მოვიდნენ, თითქოს „არეულობაა მოსალოდნელი”. გააჩინოს იმედგაცრუება 4 ოქტომბრისთვის, როცა 13-ში, როგორც თავად ამბობენ, არანაირი არეულობა არ მოხდება, ისინი თავადვე იტყვიან, „ხედავთ? არაფერი გამოუვიდათ, ისევ ისეირნეს“.
ეს არის სცენარი, რომელსაც რეჟიმი წერს, მაგრამ ისტორიას ხალხი წერს და არა პროპაგანდისტები. არ ავყვეთ შიშს, არ დავთმოთ ჩვენი მომავალი, მივიდეთ 13 სექტემბერს, დავიცვათ ევროპული გზა, უვიზო მიმოსვლა. მივიდეთ 4 ოქტომბერს, დავიცვათ საქართველო“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს