აზერბაიჯანი და თურქმენეთი გაზის ორმხრივ მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

აზერბაიჯანი და თურქმენეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ გაზის მიწოდების გაცვლაზე, იტყობინება ირანის ეროვნული გაზის კომპანია (NIGC).
NIGC-ის ცნობით, თურქმენეთიდან აზერბაიჯანში გაზის მიწოდება ირანის გავლით დროებით შეჩერებულია.
„ბაქო და აშხაბადი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამ საკითხზე“, – წერს ირანული მედია NIGC-ზე დაყრდნობით და აღნიშნავს, რომ სვოპის მიწოდება ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ განახლდება.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ირანმა თურქმენეთიდან მიღებული გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში 2022 წლის იანვარში დაიწყო, 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში გაფორმებული სამმხრივი სვოპის შეთანხმების შესაბამისად. ხელშეკრულება ითვალისწინებდა აზერბაიჯანისთვის ირანის გავლით 1,5-2 მილიარდ კუბურ მეტრამდე თურქმენული გაზის მიწოდებას წელიწადში.
2022 წლის ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯმა ბაქოში ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ირანის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანში გაზის მიწოდება უნდა გაორმაგებულიყო.