დმიტრო კულება – ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა -ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას.
„ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს.
„უკრაინაში ს დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ყოფს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დმიტრო კულებას თქმით, მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ.
„მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.