შვედეთის საგარეო უწყებამ, უკრაინის წინააღმდეგ ს თავდასხმების გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში ს ელჩი უწყებაში დაიბარა, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ელჩი დაიბარეს იმისათვის, რომ შვედეთს მკაფიო პოზიცია გამოეხატა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების წინააღმდეგ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 28 აგვისტოს თავდასხმების დროს ასევე დაზიანდა ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები.
„შეხვედრაზე რუსეთის ელჩს კიდევ ერთხელ გაუმეორეს, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.