საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება ჩემთვის სიურპრიზი არ იყო – იტალიის ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის მეორე მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი 30 აგვისტოს 16 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ ტურში ესპანეთი 83:69 დაამარცხეს, იტალიამ კი საბერძნეთთან 65:66 წააგო.
„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ომმავალ მეტოქეზე, საქართველოზე საინტერესოდ ისაუბრა.
„როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, იუგოსლავია და (საბჭოთა კავშირი) ახალი დაშლილი იყო, საიდანაც ძლიერი საკალათბურთო ქვეყნები გამოვიდა. ხორვატია, ლიეტუვა და კიდევ 3-4 ნაკრები მართლაც დიდ ძალას წარმოადგენს და ამიტომაც არ გამკვირვებია საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება. ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საქართველომ აჯობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად რთულ ჯგუფში ვართ“. პირველი არხი