ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევში სამაშველო ოპერაციები დასრულდა, დაღუპულია 23 ადამიანი, 8 ადამიანის ბედი უცნობია

კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა და დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება, 8 ადამიანის ბედი უცნობია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე ს მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის, მხოლოდ ამ ერთი დარტყმის ადგილას 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ყველაზე პატარა გოგონა 3 წლისაც არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დედაქალაქზე თავდასხმას სულ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 53 მცხოვრები კი – დაშავდა.
„8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.