კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე – მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და მეორადი სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-19 პაკეტი, შესაძლოა, მოიცავდეს რუსეთის ენერგეტიკულ, ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდვებს, ასევე მეორად სანქციებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს კოპენჰაგენში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განუცხადა.
კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იქნება ფინანსური და ენერგეტიკული სანქციები.
„ჩვენ შემდეგ პაკეტზე ვმუშაობთ და ახლა მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი დევს. რა თქმა უნდა, მათ ყველაზე მეტად დააზარალებს ნებისმიერი სანქცია ენერგეტიკის წინააღმდეგ და ყველა მეორადი სანქცია, მაგალითად, რომელიც ამერიკელებმა შემოიღეს, ასევე ფინანსური მომსახურების შეზღუდვები, რაც ეფექტურად ბლოკავს მათ წვდომას იმ კაპიტალზე, რომელიც ასე ძლიერ სჭირდებათ“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული