გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები – “პრაიმ ჰაუსის” წამყვანს თავს 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე დაესხნენ

სოციალურ ქსელში გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის პირველი კადრები ვრცელდება. “რუსთავი 2” -ის რეალითი შოუს, “პრაიმ ჰაუსის” წამყვანზე და მის მეგობარზე თავდასხმა 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე მოხდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ახალგაზრდები ნაზღაიძეს სხვადასხვა ნივთს, მათ შორის სკამს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ მას ცივი იარაღითაც ემუქრებოდნენ.
თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილი, რომელმაც გიორგი ნაზღაიძის დახმარება სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა “პრაიმ ჰაუსის” წამყვანი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ის პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა