ვინ არიან TIME-ის 2023 წლის ადამიანები – ამერიკულმა ჟურნალმა ტრადიციულად წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა

ვინ არიან TIME-ის 2023 წლის ადამიანები. ამერიკულმა ჟურნალმა ტრადიციულად წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაასახელა. მთავარი სტატუსი ტეილორ სვიფტს ერგო. სიაში მოხვდნენ სპორტსმენები, მუსიკოსები, მსახიობები, მეცნიერები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსოფლიო ლიდერები. მათ შორის ლიონელ მესი, ბიონსე, ამერიკის პრეზიდენტი და ოლენა ზელენსკა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში წლის ადამიანად დასახელდა ასევე სემ ალტმანი, რომელმაც ჩატ ჯიპიტი შექმნა. წლის ადამიანის ნომინაცია 1927 წელს დაწესდა, როდესაც პირველი წოდება მფრინავ ჩარლზ ლინდბერგს მიანიჭეს, რომელმაც ისტორიაში პირველად, ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა.
ქალი, რომელმაც ყველა უკან მოიტოვა – ტეილორ სვიფტია. წლის ადამიანის სტატუსი ჟურნალმა TIME-მა სწორედ მას მიანიჭა, როგორც “მისი ისტორიის პირად ავტორსა და გმირს”, “ამბის ოსტატურად მთხრობელსა” და “სინათლის სხივს საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ წელიწადს”. წელს პლანეტაზე არავინ მისულა ადამიანების გულებთან ისე ახლოს, როგორც სვიფტი: მისი მოურიდებელი ინდივიდუალიზმითა და ტექსტებით, რომელშიც დიდი თუ პატარა საკუთარ თავზე კითხულობს.
წელს არ ყოფილა თვე, მედიაში ტეილორ სვიფტის ჰედლაინების გარეშე: ხელოვნება, ბიზნესი, განათლება, სეისმოლოგიაც კი წელს მასზე წერდა.
სიეტლში მისმა კონცერტმა 2,3 მაგნიტუდის სეისმური აქტივობა გამოიწვია – ყველაფერი კი შოუზე ფანების ცეკვის გამო – ამ მცირე ს ხუმრობით “სვიფტისძვრაც” კი შეარქვეს.
ცნობილმა ბრიტანელმა შექსპიროლოგმა, ამერიკელ პოპვარსკვლავს “ლიტერატურის ბუმბერაზიც” კი უწოდა. ევროპისა და ამერიკის წამყვანმა უნივერსიტეტებმა კი სილაბუსებში ახალი კურსებიც კი დაამატეს ტეილორ სვიფტის სოციალურ-პოლიტიკურ თუ ლიტერატურულ ეფექტზე.
არტისტმა წარმატება მოიტანა ყველგან, სადაც ფეხი დადგა. მან შტატების ეკონომიკას მხოლოდ წელს 5 მილიარდი დოლარი შემატა. გაზრდილი ტურისტული ნაკადის წყალობით გაზარდა საკონცერტო ქალაქების ბიუჯეტი. ამერიკული ფეხბურთის ფანებს საკუთარო ფანები დაუმატა მაშინ, როცა საკუთარი შეყვარებულის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველად, ტეილორ სვიფტის ERAS TOUR-ის შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რეკორდი მოხსნა იმავე ტურნეს შესახებ გადაღებული ფილმის ბიუჯეტმა – 250 მილიონი $-ით. ტეილორმა საკუთარ 100 მილიონიანი რეკორდსაც კი გაუსწრო Spotify-ზე მსმენელების რაოდენობით.
რაში შეიძლება იყოს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე შეშლილ სამყაროსა და გაყოფილ საზოგადოებებში ადამიანის გულებთან მისასვლელი გზის პოვნა, რომელიც ერთმა ადამიანმა საკუთარი მუსიკით გაკვალა.
ცოცხალი ლეგენდა, ფეხბურთის არგენტინელი გენიოსი – ლიონელ მესი აქაც პირველია. Time-მა ის წლის სპორტსმენად დაასახელა, და არა მხოლოდ იმ წარმოუდგენელი წარმატებების გამო, რომელიც კლუბურ თუ ეროვნულ დონეზე მესის კარიერაში ირიცხება. ოქროს ბურთებითა თუ სულ მოგებული მუნდიალით, – არამედ იმ ეფექტის გამო, რომელიც მან ამჯერად ამერიკულ ფეხბურთზე იქონია.
მას შემდეგ რაც მესიმ არჩევანი “მაიამი ინტერზე” გააკეთა და ვარდისფერ ფორმით ოკეანის მიღმა სტადიონზე გამოჩნდა, შტატებში ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი მომენტალურად გაიზარდა. ქალაქიდან ქალაქში მესის კვალდაკვალ ასობით ათასი ადამიანი დაჰყვებოდა “მაიამი ინტერს”, რათა ერთხელ მაინც ენახათ ლეგენდა საქმეში. მესის თამაშებზე ბილეთების შოვნა ამერიკელებისთვის დიდ გამოწვევად იქცა, რადგან ისინი წამებში იყიდებოდა. მესიმ დევიდ ბექჰემიც კი ცრემლებით ატირა, როდესაც მის კლუბს პირველი ჩემპიონობა მოუტანა. ფაქტია, რომ “მესის ეფექტით” -ის ფეხბურთში ახალი ერა დაიწყო. ლეგენდა მის შესახებ კი ჯერ კიდევ წერის პროცესშია.
2023 შესაძლოა ისტორიაში შევიდეს ისე,როგორც წელი როდესაც ფართო საზოგადოებამ ხელოვნური ინტელექტის სერიოზულად აღქმა დაიწყო. სემ ალტმანს კი ამ ამბავში უდიდესი როლი აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ Time-მა ის წლის აღმასრულებელ დირექტორად დაასახელა. საქმე მის თანადაფუძნებულ კომპანია open AI-ისა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ პროგრამა Chat GPT-ს ეხება.
მის გავლენაზე ყველაზე ნათლად ის ფაქტი მეტყველებს,რომ ბორდის მიერ ალტმანის კომპანიიდან გაშვებას, თანამშრომლების დიდი პროტესტი და მაიკროსოფტთან კოლაბორაცია მოჰყვა. საბოლოდ, ალტმანი open AI-ში უფრო გაძლიერებული გუნდით დაბრუნდა და ახლა ის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი კაცია. რაღაც გაგებით მეცნიერიც, ბიზნესმენიც და პოლიტიკოსიც კი, რომლის შესახებ კიდევ ბევრს გავიგებთ. რადგან ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული რისკები არსად წასულა, ისევე როგორც შესაძლებლობები, რომელიც მან კაცობრიობას შეუძლია მოუტანოს.
წლევანდელი წელი გამორჩეული იყო გვიანი აღიარებებით. ასე მოხდა ჯენიფერ კულიჯისა და პედრო პასკალის შემთხვევაშიც, რომელთა პრესტიჟულ პრემიებზე ნომინაციებმაც ისინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანთა 100-ეულში მოახვედრა. სიის უცვლელი ფიგურაა ყველასათვის საყვარელი დივა – ბიონსე და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. მსოფლიო ლიდერების კატეგორიაში ყურადღება მიიბყრო გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ოლენა ზელენსკამ – უკრაინის პირველმა ლედიმ,- ქალმა,რომელიც კულისებს მიღმა უნდა დარჩენილიყო, თუმცა მებრძოლის როლში მოგვევლინა და ერის ღირსების სახედ იქცა. სიაშია ახლად გამეფებული მეფე ჩარლზი ბრიტანეიდან და ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა – კლიმატური ცვლილებების საქმეში გარდამტეხი როლისთვის.
კლიმატური ცვლილებების კვალდაკვალ წლის ადამიანეს შორის მოხვდნენ მეცნიერები ბრიტნი შმიდტი და პიტერ დევისი, რომლებმაც გლობალური დათბობის პირობებში მყინვარის დნობის შესწავლას მოჰკიდეს ხელი. მათ ტემპები და პროცესები დეტალურად შეისწავლეს – შედეგები შემაშფოთებელია.
Time-ში ვერა, თუმცა სხვადასხვა გამოცემის რეიტინგებში წელს წლის ადამიანებს შორის მოხვდა ჰოლივუდელი პერსონაჟი “ბარბი”, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და მოდურ ტრენდებზე იქონია გავლენა. ასევე დასახელდნენ ჰოლივუდის გაფიცული სცენარისტებიც და ტრამპის საქმის პროკურორებიც. ილონ მასკი კი წლის ადამიანებში არათუ მოხვდა, არამედ Forbs-ის მიხედვით წლევანდელ წერლსაც ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით ასრულებს, მთელი 255 მილიარდი დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას