Newsweek – ნატოს საპატრულო თვითმფრინავები ნორვეგიის წყლებში რუსულ წყალქვეშა ნავებს ეძებენ

Newsweek-ის ცნობით, ნატოს ანტისუბმარინო ავიაცია ჩართულია რუსული წყალქვეშა ნავების ძებნაში, რომლებიც სავარაუდოდ ნორვეგიის წყლებში იმყოფებიან.

საუბარია სამ რუსულ წყალქვეშა ნავზე, რომლებიც მედიის ინფორმაციით, სევერომორსკის ბაზიდან მოვიდნენ და შესაძლოა ნორვეგიის დასავლეთით, ამერიკული ავიამზიდების ჯგუფის მახლობლად მოქმედებდნენ.

ოპერაციაში მონაწილეობენ -ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამხედრო-საჰაერო ძალები, რომელთა საპატრულო თვითმფრინავები განლაგებულია შოტლანდიაში, ისლანდიასა და ნორვეგიაში.