კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანია დაშავებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს ზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა ს 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 598 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და Х-101-ის ტიპის 20 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.