“ეს ხალხი დღეს მარიამობის სუფრას მიუსხდება და ქართველობისა და ქრისტიანობის სადღეგრძელოს დალევს” – ლევან ღამბაშიძე

ტიპებმა მოატყუეს სამმილიონმახევარი ადამიანი, ამაზე გაბრაზებული ხალხი ქუჩაში სრულიად უმიზეზოდ გაზით დაწამლეს, ნაწილი გაიტაცეს და ძვლებში დალეწეს, ნაწილი ციხეში ჩაყარეს… და აი ეს სრულიად ამორალური, გარყვნილი და მოძალადე რეჟიმი ძალადობაში ბრალს დებს ორგანიზაციებს, რომლებმაც მის თანამშრომლებს აირწნაღები უყიდეს, რომ არ დაწამლულიყვნენ, უკანონოდ დაპატიმრებულებს იურიდიული დახმარება აღმოუჩინეს და მარჩენალმოკლებული ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების კამპანიები აწარმოეს. უფრო მარტივად: ხალხის მჩაგვრელები სჯიან ხალხისათვის დახმარების აღმომჩენებს. სხვანაირად: ჩაგვრა სჯის დახმარებას; დევნა სჯის შეკედლებას; ძალადობა სჯის თანადგომას; მრისხანება სჯის სიყვარულს. და ეს ხალხი დღეს მარიამობის სუფრას მიუსხდება და ქართველობისა და ქრისტიანობის სადღეგრძელოს დალევს. არცერთი მათი სიტყვა იმ კედლებს არ გასცდება, რომელშიც ის წარმოითქმება. ერთმანეთსაც კი ვერ დააჯერებენ სათქმელის გულწრფელობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც