ბოკუჩავა: ის, რომ დაუთი “ოცნების” წევრებს არ შეხვდა, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციას მოწმობს

ის რომ სტივენ დაუთი, ბრიტანეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია არის დასტური იმის, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში და ბუნებრივია, ეს მათ შორის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების საერთო ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ამავდროულად თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო დგას იზოლაციის საფრთხის პირისპირ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ინტერესია ჩვენს რეგიონზე, მათ შორის, აზერბაიჯანი სომხეთზე და ამას ადასტურებს მინისტრის ვიზიტი ამ ქვეყნებში, ასევე პრეზიდენტ ს ინიციატივა სამშვიდობო შეთანხმებაზე.