გია ვოლსკი – იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „პრანკერებმა“, ანუ ტელეფონზე დამრეკავმა ამრევმა ადამიანებმა, ცნობილმა პირებმა დაურეკეს USAID-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მისგან მიიღეს აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მილიარდობით თანხა, რაზეც -ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს, იხარჯებოდა იმისათვის, რათა პროცესები ემართათ და ეს პროცესები იყო პოლიტიკური შინაარსის, კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული და ეს ამოცანა საკმაოდ სერიოზულ შედეგებს ითვალისწინებდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მ განაცხადა.
მისი თქმით, არაერთი ათეული მილიონი დაიხარჯა არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად და იგი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.
„როგორც ში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე ს შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი მოსამართლეს – მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა – მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვროთ

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი – არ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია – ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ