საუდის არაბეთი თებერვლიდან ყველა სახის ნავთობის ფასებს შეამცირებს

საუდის არაბეთი 2024 წლის თებერვალში შეამცირებს ნავთობის ყველა სახეობის ფასებს ყველა რეგიონში, განაცხადა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Saudi Aramco-მ.
აზიური მყიდველებისთვის ფასები ბარელზე 2 დოლარით შემცირდება. შედეგად, აზიაში მიწოდებული ნავთობის ძირითადი კლასი – Arab Light – 1,5 დოლარით მეტი ეღირება ომანიდან და დუბაიიდან მიწოდებული ნავთობის კალათაზე – ეს არის მინიმალური ფასი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ.
შეერთებულ შტატებში თებერვალში ფასები ასევე შემცირდება 2 დოლარით ბარელზე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის – 1,5-2 დოლარით ბარელზე.