„სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი“ — ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ერთდროულად ევროკავშირში და ЕАЭС-ში ყოფნა შეუძლებელია, მოვა დრო და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა 4 აპრილს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს გაწევრიანების პროცესის დაწყებას, რადგან საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯებს რესპუბლიკის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის დასაწყისად აფასებს. მისი თქმით, ევროკავშირში შესვლა არათავსებადია ЕАЭС-ის წევრობასთან.
მიუხედავად ამისა, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი ამტკიცებს, რომ ერევანი ЕАЭС-დან გასვლას არ გეგმავს.




