60-ზე მეტი NGO ყადაღაზე: ივანიშვილის მთავრობა უდასტურებს EU-ს, რომ უვიზო არაა მათი ინტერესი

60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 NGO-ს, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, სოლიდარობას უცხადებს.
მათი განცხადებით, ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.
“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ს ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნების” მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. პრევენცია პროგრესისთვის (PFP) / Prevention for Progress (PFP)
2. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)
3. საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
5. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
6. სამოქალაქო იდეა
7. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
8. ევროპის ფონდი
9. საქართველოს ევროპული ორბიტა
10. საქართველოს მომავლის აკადემია
11. უფლებები საქართველო
12. მედიაომბუდსმენი
13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
14. თბილისი პრაიდი
15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
16. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
18. ყვარლის ევროკლუბი / EuroClub Kvareli
19. სტუდია მონიტორი
20. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
22. ონლაინ გამომცემლობა პუბლიკა
23. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
24. სათემო განვითარების ცენტრი
25. ბათუმელები/ნეტგაზეთი
26. მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭე
27. ინდიგო
28. “აი,ფაქტი”
29. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
30. მედია აპრილი
31. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
32. რადიო “მარნეული”
33. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
34. შშმ ქალთა ალიანსი
35. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
36. მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
37. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
38. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
39. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპატრიული დემოკრატიისთვის (EECMD)
40. მედიაკლუბი
41. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
42. ღია სივრცე კავკასია
43. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
44. ს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
45. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
46. მწვანე ალტერნატივა
47. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
48. ადამიანის უფლებათა ცენტრი
49. დემოკრატ მესხთა კავშირი
50. ტოლერანტი
51. ახალციხის ახალგაზრული ცენტრი
52. მედია ცენტრი კახეთი
53. საქართველოს უდიები
54. სამოქალაქო დარბაზი
55. დიღმის ჭალები
56. კონსტიტუციის 78-ე მუხლი
57. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო
58. ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
59. ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – “პროგრესის სახლი”
60. ქალთა სათემო რადიო WW
61. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო”
62. პლატფორმა თემი
63. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
64. ააიპ შეხვედრის ადგილი დმანისი
65. ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
66. სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში.
67. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი