2025 წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება წლიურად ₾11 მილიონით შემცირდა

2025 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო სექტორმა წლიურად 11 მილიონი ლარით ნაკლები წმინდა მოგება მიიღო. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 თვეში ინდუსტრიამ 56 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მაშინ როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგება იყო 162 მილიონი ლარი.
2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი – 466 მილიონ ლარს.
სექტორმა 6 თვეში წლიურად 90 მილიონი ლარით მეტი პრემია მოიზიდა. მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით “ჯიპიაი ჰოლდინგია”. ხუთეულში შედიან: “ დაზღვევა”, “ალდაგი”, “იმედი L” და “ბენეფიტი”.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს სექტორში ჯამურად შემცირებულია ანაზღაურებული ზარალების მოცულობა, თუმცა ბაზრის მსხვილი მოთამაშეების შემთხვევაში ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალები გაზრდილია. 2025 წლის 6 თვეში სადაზღვევო ინდუსტრიამ 363 მილიონი ლარის ზარალები აანაზღაურა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდი ეს მაჩვენებელი 415 მილიონ ლარს შეადგენდა.