ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

78 წლის ასაკში, გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა – ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს და ოჯახზე დაყრდნობით წერს, რომ ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად 1972, 1976 წლებში. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.