“დღეს სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მადლობა უხდის და მარიამობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ ქალს, რომელიც სიმართლისთვის იბრძის.

ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარმა დღეს ამბიონიდან დატყვევებულ ქალებს, მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს მალე გათავისუფლება უსურვა.

“დღეს ჩვენი ბევრი “ბრჭყალებში მართლმორწმუნე” ხალხს ექცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ ძველ აღთქმაში. და უფრო უარესი, სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ და მე მინდა, რომ ყველა იმ მებრძოლ ქალს, განსაკუთრებით ჩვენს პრეზიდენტს სალომეს მივულოცე, მინდა მზიას მივულოცო, მასწავლებელ ნინოს მივულოცო და მივულოცო ყველა არასამთავრობოს და ჟურნალისტ ქალს და ყველას, ვინც იბრძვის სიმართლისთვის, რადგან მე გახარებული ვარ. გახარებული ვარ იმით, რომ ასეთი მოაზროვნე, ასეთი ძლიერი ქალები, გონონები გვყავს ქართველს ერს და ეს არის ქრისტეს მიერ ჩვენი დაფასება, რომ აი ასეთი ძლიერი ქალბატონები მოგვივლინა დღეს. მივულოცავ მათ, დღეს არის მათი ამაღლების დღე და ღმერთმა ქნას, რომ ყველა ქართველმა კაცმა ისწავლოს ქალის მოპყრობა ქრისტესმიერი…დღეს ყველა ქალი იდევნება… საქართველოში არასამთავრობოს წარმომადგენელი ქალები არიან დემოკრატიის აგენტები, მათ სიტყვას გამოვიყენებ. იმათ შემოაქვს დემოკრატია, იმათ შემოქავთ ქალთა უფლებები, იმათ შემოაქვთ თანასწორობა და ამიტომ იდევნებიან.  ჩვენ, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ქალის პატივისცემა. ღმერთმა ყველა ქალს, საპყრობილეში მყოფს – მზიას, ნინოს და ყველას მისცეს თავისუფლება”, – თქვა ქადაგებისას არქიმანდრიტმა.