უკრაინამ წუხელ რუსეთის კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ წუხელ რუსეთის კიდევ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ იწვის აფიპსკისა და ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები.
უკრაინული მედია წერს, რომ წუხელ რუსეთში საწვავის წარმოება კიდევ 4.7%-ით შემცირდა. სამარის რეგიონში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობია (საერთო მოცულობის 2.5%), ხოლო კრასნოდარის რეგიონში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის – 6.25 მილიონი ტონა (საერთო მოცულობის 2.2%).
გუშინ, უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავს, რის შედეგადაც გავრცელებული ინფორცმაციით, აგვისტოს მხოლოდ 2 კვირაში ოკუპანტი ქვეყნის ნავთობის წარმოება 21%-თ შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?