საბა ბრაჭველი: ანუ: ადამიანის დახმარება – პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც

იურისტი საბა ბრაჭველი: 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
✅განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე
✅არასრულწლოვნის გაყიდვა (ტრეფიკინგი) ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე
✅ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე
✅ყაჩაღობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე
✅გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე.
საქართველოს პროკურატურის მიხედვით:
⭕️სხვა ადამიანისთვის წყლის სათვალისა და პირბადის შეძენა ისჯება სსკ 318 (ხუთიდან ათ წლამდე) 319 (შვიდიდან თხუთმეტ წლამდე) და 321′ (ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით) მუხლებით.
ანუ: ადამიანის დახმარება – პირბადის ან სათვალის ყიდვა არის ტრეფიკინგზე, გაუპატიურებაზე, მძიმედ დაჭრაზე, ყაჩაღობაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული და პირის განზრახ მკვლელობას უტოლდება, ან აჭარბებს კიდეც.
გილოცავთ მარიამობას!

ასევე დაგაინტერესებთ

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს