კიევში რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
კიევის დარნიცკის რაიონში ზარალი მინიმუმ 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მათ შორის დაზიანდა 5 და 16 სართულიანი საცხოვრებელი შენობები და საბავშვო ბაღი.
დნეპროვსკის რაიონი 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ეზოში მდებარე კერძო ავტომობილები და ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.
მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ოპერაციები გრძელდება და ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება