შერაზ გასრი – შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ჩემს შემცვლელ ოლივიე კურტოსთან, რომელიც მალე ჩამოვა თბილისში

საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი მის შემცვლელს ოლივიე კურტოს შეხვდა.
მისი თქმით, ახალი ელჩი თბილისში მალე ჩამოვა.
“ვინაიდან, დასასრულს უახლოვდება საქართველოში საფრანგეთის ელჩის რანგში ჩემი საქმიანობა, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, France Diplomatie-ს გუნდსა და ჩემს შემცვლელ ოლივიე კურტოსთან, რომელიც მალე ჩამოვა თბილისში. გაგრძელება იქნება…”,-წერს ელჩი გასრი X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა. შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა