“ვფიქრობთ, წელს ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაიდება” – გიორგი აბრამიშვილი

“ვფიქრობთ, რომ 2024 წელს ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაიდება”, – ამის შესახებ “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა. როგორც მან “საქმის კურსთან” აღნიშნა, $80 მილიონიანი პროექტის მშენებლობა ბახვის წყალზე უკვე დაიწყო.