საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის წევრებსა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის მნიშვნელობასა და ევროპის საბჭოს ქვეყნების მიერ კონვენციის რატიფიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და რუმინეთის იურიდიული პროფესიების სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ