რა მდგომარეობაში იპოვა ალექსანდრე ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე – პირველი კომენტარი

რა მოხდა საგარეჯოში და რა მდგომარეობაში იპოვა ალექსანდრე ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ როდესაც დაიშალნენ და დასაძინებლად წავიდა ყველა, მათ შორის აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, ახვლედიანი იხსენებს, რომ ის აბაზანაში უნდა შესულიყო, რა დროსაც ტელეფონზე  თორნიკე რიჟვაძისგან ზარი შევიდა.

მისი თქმით, სცადა, რომ ეპასუხა, თუმცა არაფერი ესმოდა, რის შემდეგაც თორნიკე რიჟვაძის ოთახში გადაწყვიტა შესვლა, სადაც ძალიან მძიმე სურათი დახვდა.

ახვლედიანი მედიას დღეს უხსნიდა, რომ გასროლის ხმა არ გაუგია, ასევე თქვა, რომ მან თავად გაუწია პირველი სამედიცინო დახმარება თორნიკე რიჟვაძეს და თავად გადაიყვანა კლინიკაში.

კლინიკის ექიმს პირადად დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი – ქირურგებს ხელთათმანები უკვე ეკეთათ, ექიმს ფეხსაცმელიც არ ეცვა, „ნასკებით“ იყო – განაცხადა ახვლედიანმა.

ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დატენვაზე და რამდენიმე წუთი თუალეტში მესმის ტელეფონის ზარი, გამოვედი დავხედე თორნიკე რეკავს, ავიღე ყურმილი, ხო ძმაო გისმენ, გისმენ – ხმა არ გამცა. მერე გავთიშე და გადავურეკე, შეიძლება კავშირის ისაა, გადავურეკე, ხმა არ გამცა და აღარ იღებდა, რომ არ იღებდა გამოვედი ინსტიქტურად, რომ რა ხდება და მერე…
არა [გასროლის ხმა არ გამიგია]. კი [მე წავიყვანე სავადმყოფოში]. არა გოონზე არ იყო.

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ჩემი მეგობარია. დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი. ქირურგებს ხელთათმანები ეკეთათ უკვე, ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, ფეხსაცმელი არ ეცვა, „ნასკებით“ იყო. 9 წუთში გვყავდა [თორნიკე რიჟვაძე] საოპერაციო მაგიდაზე

აი იმ დღეს მაგალითად ვისაუბრეთ, ბოლო პერიოდი, მე ვერ დავასრულე ეს ბრიტანეთის ელჩობა, მე ვურჩევდი, რომ იქნებ ეთხოვა პრემიერისთვის ბრიტანეთის ნაცვლად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად იმიტომ, რომ იცით მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ორივეს ძალიან, თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი, გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში და ჩვენც იქ  იმიტომ, რომ უფრო ახლოს იქნებოდა. მერე ერთი მიზეზი დაასახელა მან, სამაგიეროდ ბრიტანეთში შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ… მე ვუთხარი, იქაც არის”, – განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა. 

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ვიდეო