ტოკიოში იაპონიის ყოფილი პრემიერის რეზიდენცია დაიწვა

ტოკიოს ცენტრში, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, კაკუეი ტანაკას რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა. ადგიკლობრივი მედიის ცნობით, სახლი და მის მიმდებარედ არსებული ტყე მთლიანად დაიწვა.
ხანძარი ორსართულიან სახლს გაუჩნდა. პოლიციის თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, საკმევლის ანთებულმა ჯოხებმა გამოიწვია. ამჟამად, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.