რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულმა თორნიკე თოშხუამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ციხიდან გამოგზავნილ საჯარო წერილში თორნიკე თოშხუა აცხადებს, რომ გამოძიების მიერ პროკურატურისთვის გადაცემული საქმე არ შეიცავს ინფორმაციას მტკიცებულებების შესახებ.
მისივე თქმით, აშკარაა პოლიტიკურად მოტივირებული აქტორის მიერ საქმის გარშემო არსებული მტკიცებულებების სუბიექტურად და ცალმხრივად მოპოვების მცდელობა.
თორნიკე თოშხუა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოკითხვაზე დამატებით უნდა დაიბაროს ბექა გოცირიძე.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს – თორნიკე თოშხუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
