ფრიდრიხ მერცი – ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება

ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს , – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურ, ალექსუს გრინკევიჩს შეხვდა.
„ვითარების შესახებ მისი ანგარიში ნათელი იყო. ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, დღეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, „რუსეთის აგრესიული პოზიცია ბუნდესვერის გაზრდას აუცილებელს ხდის“.
გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია