მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ოთხ პაკეტში მონაწილეობს

მოლდოვა ს საწინააღმდეგო ევროკავშირის 4 სასანქციო პაკეტში მონაწილეობს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოპესკუმ აღნიშნა, რომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოლდოვა რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის, წინააღმდეგ მიმართულ სასანქციო პაკეტებს შეუერთდა.
“არის კიდევ ზოგიერთი სასანქციო პაკეტები, რომლებიც მოლდოვაზე ეკონომიკურ ზეგავლენას აანალიზებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენახვა. ახალ სასანქციო პაკეტებთან მოლდოვის შეერთების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება ანალიზს გადის…
არსებობს სანქციების ექვსი პაკეტი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ან იურიდიულ პირებს ეხება. ამ ეტაპისთვის მოლდოვა მათგან ოთხს შეუერთდა”, – განაცხადა პოპესკუმ.

ასევე დაგაინტერესებთ