მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში – ამჯერად მისი პირადი ცხოვრებით. ამერიკელი მომღერალი ოფიციალურად დაინიშნა თავის მეგობარ ბიჭზე, სპორტსმენსა და Kansas City Chiefs-ის ვარსკვლავ ტრევის კელსზე.
წყვილის ნიშნობის პოსტს რეკორდული მასშტაბის რეაქციები მოჰყვა. „მეტას” მიერ „ბილბორდისთვის” გაზიარებული მონაცემების მიხედვით, პოსტმა ერთ საათში 14 მლნ მოწონება და 452 ათასი გაზიარება დააგროვა. ამჟამინდელი მონაცემებით კი 28 მლნ-ზე მეტი მოწონება აქვს.
როგორც ფოტოებიდან ვიგებთ ტრევისმა ტეილორს ულამაზეს, რომანტიულ გარემოში სთხოვა ხელი
ნიშნობის ბეჭედს, რაც შეეხება იყო 7–10 კარატიანი „Old Mine Brilliant Cut“ დიამანდი, რომელიც ტეილორის ვინტაჟური ხიბლის ხაზს უსვამს— Artifex Fine Jewelry-ის Kindred Lubeck-თან ერთად შექმნილი. ღირებულება 3,5–5 მილიონ დოლარამდე მერყეობს მერყეობს.
ქორწილის დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ მათი ნიშნობა უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოვლენა.
ტეილორ ელისონ სვიფტი 1989 წელს პენსილვანიის შტატის ქალაქ ვიემისინგში დაიბადა. მამამისი საბირჟო ბროკერად მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მე-4 კლასში ტეილორმა პოეზიის კონკურსზე გაიმარჯვა, რომელსაც „მონსტრი ჩემს კარადაში“ (Monster In My Closet) ერქვა; ხოლო 12 წლის ასაკში მან დაიწყო სიმღერების წერა და კარაოკე-ფესტივალებზე გამოსვლა, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა. 12 წლის ტეილორმა დაწერა 350-გვერდიანი პოემა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.
12 წლის ასაკში ტეილორი პროფესიულ დონეზე უკრავდა გიტარაზე. ასევე, იყო ადგილობრივი ახალგაზრდული თეატრის დასის წევრიც და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომელ მიმართულებას გაჰყოლოდა – თეატრს თუ მუსიკას. საბოლოოდ ტეილორმა მომღერლობა გადაწყვიტა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მის ბებიას, ყოფილ პროფესიონალ ოპერის მომღერალს, რომელიც თავის დროზე ამერიკის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და ვიეტნამის ოპერებში გამოდიოდა. ტეილორის ბებია ცნობილ ოპერაში – „სევილიელ დალაქში“ და მიუზიკლ „ვესთსაიდის ისტორიაში“ წამყვან პარტიებს ასრულებდა. მისი სასცენო შავ-თეთრი ფოტოების ცქერით გატაცებულმა ტეილორმა საბოლოოდ ქანთრის ჟანრში მუსიკოსობა გადაწყვიტა. პირველი დამოუკიდებელი კონცერტების გამართვა ტეილორმა მშობლიური ქალაქის უდიდეს სავაჭრო ცენტრში დაიწყო, სადაც სპეციალურად მის მოსასმენად ახლომდებარე ქალაქებიდან მოდიოდნენ ოჯახებით. პირველი წარმატება ახალგაზრდა მომღერალმა Bloomsburg Fair-ის ფესტივალზე მოიპოვა და მისით ხმის ჩამწერი რამდენიმე სტუდია დაინტერესდა. როგორც თვითონ მუსიკოსი ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს შენაია ტვეინმა, ლიენ რაიმსმა და დოლი პარტონმა.
