მედია – რუსეთში ნავთობსადენი აფეთქდა, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება შეჩერებულია

რუსეთში, „რიაზან-მოსკოვის“ ნავთობსადენი აფეთქდა და რუსეთის დედაქალაქში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ძლიერი აფეთქება მოხდა რიაზანის ოლქში მდებარე მთავარ ნავთობსადენზე, რომელიც მოსკოვისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
წყაროები, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები არიან, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად, მოსკოვში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა და „ტრანსნეფტის“ წარმომადგენლები ზარალს ითვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ