,, თუ “ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, აბა, სხვა ვინ უნდა მოვიდესო?! ამ სისულელეს აქვს რამდენიმე ასპექტი” – დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:
,,რაღაც გადაცემაში და ისედაც ატრიალებენ ერთ უაზრობას:
“თუ “ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, აბა, სხვა ვინ
უნდა მოვიდეს, სხვა ხომ არავინაა!
ე.ი. უნდა იყოს “ოცნება!”
ამ სისულელეს აქვს რამდენიმე ასპექტი:
(ა) როცა ხდება ხელისუფლების უზურპაცია და
კონსტიტუციურ წყობას ანაცვლებს არაფორმალური
მმართველობა, – ის სრულდება სახელმწიფო და მისი
განვითარება!
(ბ) ცხადია, (ა) პუნქტში ჩამოყალიბებული რეალობის
დადგომის შემდეგ სისტემა ცდილობს ამ უმახინჯესი
სისტემის შენარჩუნებას და სპობს ყველაფერს, რაც
საფრთხეს შეუქმნის მის ხელისუფლებაში ყოფნას:
. ანადგურებს პოლიტიკურ სისტემას, არსებულ აქტორებს
კი მომსახურე პერსონალად აქცვს, – მათი ყიდვა და
პოლიტიკური განადგურება ძალზე იოლი აღმოჩნდა!
. სისტემა ცდილობ ქვეყანაში არ წარმოიშვას რაიმე
მისგან დამოუკიდებელი ჯგუფი ადამიანებისა, რადგან
მათში პოტენციალურ საფრთხეს ხედავს, –
ეს სისტემის ბუნებრივი მისწრაფებაა და თუ იგი
ამ გზაზე აღწევს მიზან, ეს უკვე მისი ბრალი არ არის:
ეს ქვეყანაში შექმნილი საერთო უსუსრობის, უუნარობს,
პატრიოტული სულისკვეთების დაცემის, სიმხდალისა და
პასუხისმგებლობის დაკარგვის შედეგია.
ხელისუფლება ყოველთვის ეცდება იმას, რაც ეცადა და
დღეის მდგომარეობით წარმატებით გამოუვიდა:
მოსპო პოლიტიკური ცხოვრება,
საღი გაცვლა-გამოცვლა შეედულებებისა,
სასიცოცხლო საკითხებზე დისკუსია და ა.შ.
მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, –
ეს ქვეშეჯვია და ფულზე გაყიდული ე.წ.
“ინტელექტუალური ელიტების” ბრალია:
სწორედ მათი მეშვეობით შეძლო ხელისუფლებამ
ხალხის გაყვანა საღი აზროვნების ჩარჩოებიდან და იმით,
რომ ხალხში არ აღმოჩნდა (აქამდე!) შემართული, მამაცი
და საკუთარი ქვეყნის მოსურნე საკმარისი რაოდენობა
ადამიანებისა, –
მაგრამ აღმოჩნდება აუცილებლად!
ეს გარდაუვალია!
(გ) არსებული სისტემა ახდენს ხალხის დამორჩილებას, –
ხალხის ნაწილისა – ფულით,
ნაწილი ხალხისა – მისი სეთურიზაციით…
და ეს ყველაფერი ტრაგიკულ სახეს იღებს!
აღარ გავაგრძელებ:
დ ა ს კ ვ ნ ი ს სახით ვაყალიბებ:
. თუ ხალხის პოტენციალი ისეა გამოფიტული,
დეგრადირებული და დაჩლუნგებული, რომ დღევანდელი
ხელისუფლების არა უბრალოდ ალტერნატივა, არამედ
რამდენიმე ალტერნატივა არ მოეძებნება –
ამ არაპროფესიული, არაკვალიფიცირებული,
უმწიფარი და პასუხისმგებლობის ნულოვანი
ნიშნულის მქონე ხელისუფლებაზე მეტის არსებობა
ვერ წარმოუდგენია, –
გ ე კ ი თ ხ ე ბ ი თ:
. “თქვენ გგონიათ, ასეთ ხალხს შეიძლება ჰქონდეს
მომავალი? და ასეთი ხალხი, რომელიც კარგავს საკუთარ
ქვეყანას – ღირსია რომ ჰქონდეს მომავალი?”
ვერ ექნება!
. შეიძლება ისე გაანადგურო ხალხის ცნობიერება,
რომ თანამდებობის პირის, ისიც მექრთამისა და
არაფრისმაქნისის მეტი, მის გვერდით მდგომი ადამიანი
არაფრად მიაჩნდეს და ამ ხალხს შესციცინებდეს ხბოს
აღტკინებით, განათლებაწართმეული, მეცნიერებაწართმეული და ა.შ. –
შეიძლება ასეთ ხალხს ჰქონდეს მომავალი?
მაგრამ ასე ვერ იქნება და ქართველები გადარჩენილი
ხალხია, საკმარისი რაოდენობით, ღირსებით სავსე,
საკუთარი ქვეყნის მოყვარული, წინაპართა ხსოვნის
პატივისმცემელი, ქართული კულტურის წიაღში
აღზრდილი, საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა
და განვითარების მოსურნე!
არ გჯერათ?!
წაქცეულ ხალხს გირჩევთ დააკვირდეთ მოვლენებს,
ფულზე გაყიდულ ნაბოზრებს კი მოვა დრო და ხალხში
გამოჩენისა შერცხვებათ!
ეს ქვეყანა კოლოსალური მსხვერპლის შემდეგ აქამდე
მოტანილი, უნდა გადაჰყვეს ვინმე ჯგუფის ინტერესს?!
მაშინ რა ღირსია ეს ხალხი რომ საკუთარი ქვეყანა ჰქონდეს?!“