განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ვიხილეთ ძალადობის, კონსტიტუციური წესრიგის მიზანმიმართული დარღვევის მცდელობა, რისთვისაც მრავალ აქტივისტს მოუწია პასუხისგება
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ვიხილეთ ძალადობის, ვანდალიზმის, სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანებისა და კონსტიტუციური წესრიგის მიზანმიმართული დარღვევის მცდელობა, რისთვისაც მრავალ აქტივისტს მოუწია პასუხისგება და შესაბამისად, სასამართლოს მოუწია მათ მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა.
მისივე თქმით, რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს საქართველოში აფინანსებდა – ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ გრანტებზე ისხდნენ და დღესაც განაგრძობენ გზების გამონახვას, თუ როგორ შემოიტანონ საქართველოში ფული, ათასი სიბინძურისა და საბოტაჟის დასაფინანსებლად.
„დროული და აუცილებელი გადაწყვეტილებაა!
განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ვიხილეთ ძალადობის, ვანდალიზმის, სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანებისა და კონსტიტუციური წესრიგის მიზანმიმართული დარღვევის მცდელობა, რისთვისაც მრავალ აქტივისტს მოუწია პასუხისგება და შესაბამისად, სასამართლოს მოუწია მათ მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანა.
თითქმის ყველა ეს აქტივისტი და საზოგადოებრივი ჯგუფი, ორგანიზებულად მოქმედებდა, რასაც ზურგს კოლოსალური ფინანსები უმაგრებდა.
ვინ აფინანსებდა რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს საქართველოში – დიახ, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ გრანტებზე ისხდნენ და დღესაც განაგრძობენ გზების გამონახვას, თუ როგორ შემოიტანონ საქართველოში ფული, ათასი სიბინძურისა და საბოტაჟის დასაფინანსებლად.
ძალიან ბასრია დამოკლეს მახვილი, რომელიც ყველა უსამშობლოს კისერზე აღიმართა.“ – წერს ქადაგიძე.
Previous: ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
