დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატი დაიბარა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოპენჰაგენში -ის საელჩოს უმაღლესი რანგის დიპლომატი უწყებაში დაიბარა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიპლომატის დაბარება უკავშირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ -ის მოქალაქეები გრენლანდიაში გავლენის მოხდენის ოპერაციებს ახორციელებენ.
როგორც ადგილობრივი მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ დანიის ტერიტორიაზე ფარული გავლენის ოპერაციებში ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული აშშ-ის სულ მცირე სამი მოქალაქე მონაწილეობდა.
„სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ ფონზე, ვთხოვე საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ამერიკის საქმეთა რწმუნებული (დიპლომატი) სასაუბროდ დაიბაროს“, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნით გრენლანდიაზე კონტროლი დააწესოს.