პესკოვი: რუსეთსა და ს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს

რუსეთსა და ს შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ნებისმიერი კონტაქტი, იქნება ეს მაღალ თუ უმაღლეს დონეზე, კარგად უნდა მომზადდეს, რათა ეს კონტაქტები შედეგიანი იყოს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, უკრაინისა და ს დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„მომლაპარაკებელთა ჯგუფების ხელმძღვანელები კონტაქტზე არიან, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე, მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების იდეის მიმართ რუსეთს „ნეგატიური დამოკიდებულება აქვს“.

„ამის შესახებ სხვადასხვა დონეზე ვისაუბრეთ. რეალურად, ევროპული სამხედროები არ არსებობენ, არსებობს კონკრეტული ქვეყნების ჯარები და ამ ქვეყნების უმეტესობა კი ნატო-ს წევრია“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური – დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია – პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან