ხელვაჩაურის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება

ხელვაჩაურის მერიაში სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება
სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც:
• რეგისტრირებულნი არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში;
• სწავლობენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ საფეხურზე;
• აქვთ სემესტრული აკადემიური ( საშუალო შეწონილი) მოსწრება A (91 ქულა ან მეტი).
სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) განცხადება (შეგიძლიათ წარადგინოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ან ელექტრონულად – [email protected]);
ბ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ;
გ) საბანკო რეკვიზიტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599 35 91 91

ასევე დაგაინტერესებთ

უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს