“ვამაყობ, რომ ტრამპი მეგობარივით მექცევა. ის იმსახურებს ნობელს” – ალიევი

„ტრამპი სრულიად სხვანაირია. ის ისეთია, რომ დარწმუნებული ვარ, ამერიკას არა მხოლოდ კვლავ დიადს გახდის. ის ამერიკას კვლავ აღფრთოვანების ღირსად აქცევს. ისეთად, როგორითაც ყველა ვამაყობდით ყველა ეპოქაში, როცა იყო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ის ამას გააკეთებს. პრეზიდენტი ტრამპი მამაცი ადამიანი და დიდი ლიდერია. და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ როგორც მეგობარს, ისე მეპყრობა”, – როგორც აზერბაიჯანული სამთავრობო სააგენტო Trend-ი იუწყება, ამის შესახებ, კერძოდ, ს ტელეარხ „ალ-არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ვაშინგტონში სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ტრამპმა ალიევი და ფაშინიანი “კარგ მეგობრებად” მოიხსენია.
მისივე თქმით, მან და სომხეთის პრემიერმა ტრამპი ნომებლის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს.
„სომეხ კოლეგასთან ერთად ჩვენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე დავასახელეთ პრეზიდენტი ტრამპი. ის ნამდვილად იმსახურებს ამას. როგორც უკვე ვთქვი ვაშინგტონში გაკეთებულ კომენტარებში, რამდენიმე თვეში მან საოცრება მოახდინა აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ კავკასიაზე. და ეს მისი ხასიათია. ეს მისი ბუნებაა. მას მშვიდობა უნდა. ის ადამიანი, რომელიც სრულიად არ ჯდება ტრადიციული დასავლელი ლიდერის აღქმაში“, – განაცხადა ალიევმა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ს მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.