სასამართლოში ანტონ ჩეჩინის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ს ფედერაციის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თავად ბრალდებული. არ არის გამორიცხული, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სასამართლო პროცესს გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.
ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება