დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, კიშინიოვის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “ინტენსიური თოვისა და ქარის ქარის გამო, მათ არ ჰქონდათ დრო, გაესუფთავებინათ თვითმფრინავები ყინულისგან”.
აეროპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ფრენები ბუქარესტის, ვარშავის, ვენის, სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით..
პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია ასობით სპეცტექნიკა.