ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ჩრდილოეთ ინდოეთის ოლქ ჯამუში მდებარე ინდუისტ მომლოცველთა ცნობილ გზაზე მეწყერი გამოიწვია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი წვიმის შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შეუძლებელი გახდა და შესაბამისი სამსახურები ტელეკომუნიკაციის სერვისების აღდგენას ცდილობენ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ქაშმირში წყალდიდობას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200 ადამიანი დაკარგულად ითვლება.