IBSU-ს განათლების მიმართულების პროგრამებმა სრული აკრედიტაცია მიიღო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვანმა და ქართულენოვანმა სამაგისტრო პროგრამებმა, განათლების მეცნიერების ინგლისურენოვანმა სადოქტორო პროგრამამ და მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ (60 კრედიტიანი) სრული აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასწავლებლის მომზადების პროგრამის ყველა სასწავლო კურსი, ჯამში 50 კრედიტის მოცულობით, გარდა სასკოლო პრაქტიკისა –სასკოლო პრაქტიკა I (5 კრედიტი) და სასკოლო პრაქტიკა II (5 კრედიტი) – ჩატარდება ელექტრონულად.