რუსულმა ძალებმა უკრაინას 95 დრონით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების მიერ გაშვებული სხვადასხვა ტიპის 74 დრონი გაანეიტრალეს.
„დრონებით დარტყმები 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა პოლტავის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური დარტყმები განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
