ბექა კობახიძე: ტელეიმედის 25 წუთიან საინფორმაციო გამოშვებაში 4 წუთი ჩემთვის მოუძღვნიათ. ალაპარაკეს კალაძე, მათიკაშვილი და ლევანმახაშვილი …

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
ახლა ვნახე, გუშინ, ტელეიმედის 25 წუთიან საინფორმაციო გამოშვებაში 4 წუთი ჩემთვის მოუძღვნიათ. ალაპარაკეს კალაძე, მათიკაშვილი და ლევანმახაშვილი.
სამაგიეროდ, ჩემთან არ დაურეკავს არავის, საკუთარ თავზე ეგებ მეც მელაპარაკა და ეგებ ოდნავ მეტი ვიცოდე, ვიდრე ლევანმახაშვილმა?:)))
პოსტივიმ ოთხი ქარდი დადო გუშინ და სამი ჩემზეა. არადა ძალიან ჩვეულებრივი დილა თენდებოდა. რაჭაში ვარ, “გაშლიფოვკებას” მოვრჩი და ღებვას ვიწყებდი და უცებ, არსაიდან, მთელი პროპაგანდისტული მანქანა ჩემს წინააღმდეგ მოიმართა.
დასვამთ კითხვას თუ რატომ?
სამი მიზეზია:
1. ევროკავშირის რუტინული ლანძღვა;
2. ევროკავშირისთვის ჩავწერე მოკლე ვიდეოების სერია ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიაზე. ამან თურმე ტიკტოკზე დადო 400 ათასიანი ნახვა და აეწვათ. მე ხო არ ვიდენტიფიცირდები “ნაცების სახედ”. ქოცი ობივატელი მე არც მიცნობს და უცებ გამოჩნდა “არაენჯეოშნიკური” გარეგნობის კაცი, რომელიც საქართველოს ისტორიაზე ლაპარაკობს და თან კარგს ლაპარაკობს. იმ ვიდეოს შარი ვერ მოსდეს, მაგრამ აყვირდნენ, სასწრაფოდ გააფრთხილეს თავიანთი მიმდევრები, რომ მე ნაცი და დიპსტეიტი ვარ;
3. “აქტუალური ისტორიის” პოდკასტი ძალას იკრებს. იზრდება მაყურებელი და ინტერესი. მათი ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბარს ვცდილობ, არის ღვინოც, სიგარეტიც, შარვალ-კოსტუმი და ასევე “არაენჯეოშნიკური ენა”.
ესენი ხო პოპულისტურ ისტორიაზე ზიან და ამით აბამენ ხალხს. ჰოდა მანდ კონკურენტი დაინახეს და აუცილებლად საჭირო გახდა ჩემი ნაცად იდენტიფიცირება, ემანდ ვინმე არ შეცდეს და მოუსმინოსო.
გუშინ გაზიარებებს გადავხედე, ღია აბაშიძე გაიხა შუაზე. რაც დავთვალე, სულ ცოტა, 50 ჯგუფში ჰქონდა გაზიარებული იმედის და პოსტივის პასკვილები.
ტროლების სრული მობილიზაცია იყო, მაგრამ პოსტივის რომ მაყურებელი ყავს, არ ვიცი, ამ ქვეყანაში დავბერდი და ამდენი აგრესიული გიჟი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს. არ ვარ დარწმუნებული რომ ასამდე თვლა იციან. გინებას და ჩაქოლვისკენ მოწოდებებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, წამლად ვეძებდი რომელიმე ერთ აბზაცს თუ დაწერდა გამართულად, მაგრამ არა.
ამათ აღარაფერი ეშველებათ, ეგება ოდესმე ამათ შვილებს მივცეთ კარგი სკოლა, კარგი მასწავლებლით.
ქოცი კი ბოროტებაა, ცალსახა ბოროტება, მასზე არაფერი კარგის თქმა არ შეიძლება. ხელისუფალი უნდა ზრუნავდეს ხალხის განათლებისთვის, განვითარებისთვის და არა დებილის კიდევ უფრო დადებილებისა და მისი სიდებილის გამოყენებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?