ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.98 თეთრით. 8 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6879 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9408 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.
