ძალიან კარგ ადამიანს ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება

ძალიან კარგ ადამიანს ჩვენი გვერდში დგომა ესაჭიროება❗️❗️
ტექსტი დიდია, თუმცა თხოვნაა აუცილებლად წაიკითხოთ👇
გამარჯობა მეგობრებო, ვინც პროტესტში აქტიურად ხართ ჩართული, ზურა ვარდანაშვილი აუცილებლად გეცოდინებათ.
ზურას 2021 წლის დეკემბერში დაუდგინეს ავთვისებიანი თვალბუდის სარკომა. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ კონუქტივიტს, არასწორი დიაგნოზის გამო (ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს მახინჯი პრაქტიკა).
ზუსტი დიაგნოზის დასმის პერიოდში სიმსივნური წარმონაქმნი 32 მმ-ის იყო და მკურნალობა უკვე ძალიან დაგვიანებული ჩანდა, ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. საბედნიეროდ, ნიუ ჰოსპიტალში აღმოჩნდა ძალიან კარგი სპეციალისტი რომელიც პროფესიონალურად მიუდგა საქმეს, ჩაატარა ყველა აუცილებელი კვლევა და გერმანულ კლინიკებში დააზუსტა ზურას მკურნალობის სქემა – პრეპარატები, დიეტა და ა.შ.
2022 წლის თებერვლიდან ზურამ დაიწყო ქიმიოთერაპიები (სულ 7 ქიმიოთერაპია აქვს ჩატარებული) და საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატების მიღება. მკურნალობის გარკვეული ნაწილი უფინანსდებოდა, გარკვეულ ნაწილში თავის დანაზოგს იყენებდა. ძალიან ეხმარებოდა და გვერდში ედგა დედა, რომელიც გასულ წელს გარდაეცვალა.
„ოთახიდან ოთახში გასვლისას მჭირდებოდა 15-20 წუთი შესვენება, შეშუპება სახეზე იმდენად დიდი იყო, დაწოლისას წყალი მიდგებოდა და მიწევდა პირველი 8 თვე მეძინა სკამზე. ტკივილებზე არ მაქვს საუბარი, ალბათ იმდენად დავეჩვიე რომ ყურადღებასაც არ ვაქცევ მეტწილად. ტკივილგამაყუჩებლები ნაკლებად მშველოდა და მძიმე წამლებზე გადასვლა – ნაკლებად მსურდა, მირჩევნოდა ისევ ჩემი ტკივილი ვიდე გონების ბოლომდე გათიშვა“ – მიყვება ზურა. ჯოჯოხეთური დღეები აქვს გამოვლილი თავისი ქიმიოთერაპიებით, თვალიდან სისხლდენებით და ბოლოს, მთავარი საყრდენის, დედის დაკარგვის გამო.
ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო დიდი ხანი უმუშევარი იყო და ახლაც არ აქვს შემოსავალი. წესით, მისი ფიზიკურად დატვირთვა არ შეიძლება, თუმცა თუ ძალიან არ უჭირს სულ ჩვენს გვერდითაა.
პროფესიით ფიზიკოსია, უმუშავია პროგრამისტად: ვები (ფრონტი, ენდი), ჰიბრიდნული პროგრამები სხვადასხვა პროგრამირების ენების გამოყენებით, გრაფიკული დიზაინი. არის ძალიან კარგი სპეციალისტი.
ზურა დღემდე საჭიროებს ძვირადღირებულ პრეპარატებს და ე.წ PET CT კვლევას (წელიწადში ერთხელ მაინც), რომელიც 3500 ლარი ღირს.
მართალია ძალიან გაგვიჭირდა დაყოლიება, რომ ეს პოსტი დაგვეწერა მაგრამ ასე ვერ დავტოვებდით ამ საკითხს. აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში ამ მაგარ ადამიანს, თითო ლარიც კი მნიშვნელოვანია!! ქვემოთ დავწერ ზურას საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებს:
მიმღები: ზ.ვ
პოსტის გაზიარებაც კი დაგვეხმრებით

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?