რუსეთის მთავარი სანავთობო პორტის სიმძლავრეები განახევრდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პეტერბურგთან მდებარე უსტ-ლუგას პორტში ნავთობის ტრანპსორტირება განახევრდა. ეს პორტი ბალტიის ზღვაში რუსეთის მთავარ საზღვაო ტერმინალია და ევროპის 5 უმსხვილეს პორტს შორისაა.
რუსული ნავთობის ექსპორტს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს მილსადენი „დრუჟბა“, რომლითაც ნავთობი უსტ-ლუგას ტერმინალს მიეწოდება.
უკრაინელებმა 2 დღის წინ თავად რუსული პორტიც დაბობმეს. სერიოზულად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა „ნოვოტეკის“ გაზის კონდენსატის ქარხანამ, რომელიც უმსხვილესია რუსეთში და რომელიც ასევე ექსპორტზე მუშობს.




