აშშ-მა ინდოეთს 50%-იანი ტარიფები დაუწესა

აშშ-ის მიერ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებული 50%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.
ამერიკის ხელისუფლებამ ტარიფები ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების გამო დააწესა. მხარეებმა მოლაპარაკებების ხუთი რაუნდი გამართეს, თუმცა უშედეგოდ.
ინდოეთის მთავრობა არ ელის, რომ ზომები უახლოეს მომავალში შემსუბუქდება, განუცხადა Reuters-ს ინდოეთის ვაჭრობის სამინისტროს წყარომ. მისი თქმით, ხელისუფლება დაეხმარება ტარიფებით დაზარალებულ ექსპორტიორებს და წაახალისებს მათ, ექსპორტის ნაკადები ჩინეთის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე გადაამისამართონ.
ვრცლად rbc – ზე